Eka Gigauri

Eka Gigauri


Executive Director of Transparency International - Georgia


ეკა გიგაური არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გაჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი და “საერთაშორისო გამჭვირვალობის” გლობალური მოძრაობის დირექტორთა საბჭოს წევრია. ამასთან, ის არჩეულია OGP (Open Government Partnership)-ის სამოქალაქო საზოგადოების მმართველი კომიტეტის წევრად და აქტიურად შეაქვს წვლილი სამთავრობო პრაქტიკაში ანგარიშვალდებულების გაზრდის პროცესში. ეკას აქვს როგორც სახელმწიფო სამსახურში, ისე კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი საქმიანობა ძირითადად დაკავშირებულია ანტი-კორუფციული და სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებებთან.

ეკა არის ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლისა და კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი და ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის ხარისხს. მას გავლილი აქვს უფროსი აღმასრულებლის სასემინარო კურსი ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევების ევროპულ ცენტრში, ხოლო 2017 წელს შეირჩა სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიისა და განვითარების პროგრამის მონაწილედ.