Giorgi Meladze

Giorgi Meladze


Professor


გიორგი მელაძეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებში და აკადემიურ ინსტიტუტებში მუშაობის ოცწლიანი გამოცდილება აქვს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 2002 წელს ერთწლიანი სასწავლო პროგრამით იმყოფებოდა აშშ-ში, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ევროსაბჭოს, გაეროს განვითარების პროგრამის, არაძალადობრივი კონფლიქტების შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრის კვლევით პროექტებზე. ასევე, აქტივისტური ჯგუფების და სამოქალაქო კამპანიების მხარდაჭერის მიზნით თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა IRI, NDI, Freedom House. 2005 წლიდან არის საერთაშორისო ორგანიზაცია „CANVAS” ტრენერი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არაერთი სამოქალაქო კამპანიის მხარდაჭერასა და გაძლიერებაში აქვს მიღებული მონაწილეობა.