Lasha Bakradze

Lasha Bakradze


Professor at the Ilia State University, Co-founder of SovLab


ლაშა ბაქრაძე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი და საბჭოთა კვლევების ლაბორატორიის თანადამფუძნებელი.

სწავლობდა გერმანისტიკას დასავლეთ ევროპისა ლიტერატურისა და ენების ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სწავლა განარგძო იენის უნივერსიტეტში (მაშინ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) სადაც დაიცვა დიპლომი გერმანისტიკასა და პედაგოგიკაში (1989), შემდგომაში სწავლობა თეოლოგიას ბერნის უნივერსიტეტში (შვეიცარია), და პოლიტიკურ მეცნიერებებს პოტსდამის უნივერსიტეტში (გერმანია). თანამედროვე ისტორიის დარგში დისერტაციაზე მუშაობა დაიწყო ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში (ბერლინი, გერმანია). სადოქტორო ხარისხი 2002 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიანიჭა (ქართულგერმანული ურთიერთობები პირველ მსოფლიო ომში).

მისი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებში ჩამოყალიბდა: მუშაობდა კულტურისა და მეცნიერების პროგრამის რეფერენტად გოეთეს ინსტიტუტში თბილისში; საერთაშორისო ურთიერთობებს აშუქებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში; და ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის კინოდოკუმენტების შენახვისა და კონსერვაციის განყოფილებას

ამასთან ერთად, ლაშა ბაქრაძე აქტიურად იყო ჩართული აკადემიურ ცხოვრებაში. იგი საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიდა (თატრისა და კინოს უნივერსიტეტი, ESM, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), სამხატვრო აკადემია), ამჟამად ილიას უნივერსიტეტში (პროფესორი 2010 წლიდან).

2010 წელს დაინიშნა ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორად.

წაკითხული აქვს ასობით საჯარო ლექცია და მოხსენება, როგორც საქრთველოში ასევე საზღვარგარეთ

ქართულგერმანული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მას 2014 წელს მიენიჭა გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია.