Paata Gaprindashvili

Paata Gaprindashvili


Georgia’s Reforms Associates’s (GRASS) Director


Paata Gaprindashvili

Georgia’s Reforms Associates’s (GRASS) Director

Paata Gaprindashvili holds the position of Georgia’s Reforms Associates (GRASS)’s Director since June 2016. Established in 2012, GRASS is a multi-profile think tank. Main programs and projects of GRASS are in the fields of European integration, security and foreign policy, media, conflict resolution and capacity building. Before taking a position of a Director Paata served as a Vice Director at GRASS and Editor-in-Chief of analytical-and-information service FactCheck Georgia, established by GRASS in April, 2013. He received an MA in International Law from Tbilisi State University in 1994 with continued post-graduate level studies at the George C. Marshall European Centre for Security Studies in Germany (2000) and the Royal College of Defence Studies in the UK (2001). A career diplomat, Paata holds the rank of Ambassador Extraordinary and Plenipotentiary. In 2009-2013, he was Georgia’s Ambassador to the Republic of Austria as well as the Permanent Representative of Georgia to the OSCE and other International Organisations in Vienna. In 2005, he served at the National Security Council. In 2004, he was the Deputy Minister of Defence. He served as Envoy Extraordinary and Plenipotentiary of the Embassy of Georgia in Ukraine (2003), Chargé d’affaires of the Georgian Embassy in Romania (2002) and First Secretary of the Embassy of Georgia to Greece (1995-1998). In 1999-2001, Paata was the Head of the Defence Policy Department at the Defence Ministry of Georgia. Since joining the Ministry of Foreign Affairs of Georgia in 1994, Paata has participated in a large number of international negotiations and has led Georgian delegations in various negotiations held on issues related to Georgia.

___________

პაატა გაფრინდაშვილი

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი

პაატა გაფრინდაშვილი 2016 წლის ივნისიდან იკავებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორის თანამდებობას. GRASS, რომელიც 2012 წელს დაფუძნდა, არის მრავალპროფილური ანალიტიკური ცენტრი. GRASS-ის პროგრამებისა და პროექტებს ძირითადი მიმართულებები მოიცავს ევროპასთან ინტეგრაციას, უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას, მედიას,  კონფლიქტების მოგვარებასა და შესაძლებლობების ზრდას. GRASS-ში დირექტორის თანამდებობის დაკავებამდე პაატა იყო დირექტორის მოადგილე და საინფორმაციო-ანალიტიკური პლატფორმა „ფაქტ-მეტრის“ მთავარი რედაქტორი, რომელიც 2013 წლის აპრილში დაარსდა. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების სპეციალობით. 2000-2001 წლებში განათლება მიიღო ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების ევროპულ ცენტრსა (გერმანია) და თავდაცვის სამეფო კოლეჯში (დიდი ბრიტანეთი). არის კარიერული დიპლომატი, მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2009-2013 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიაში, ასევე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთო-ში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ვენაში. 2005 წელს მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოში, 2004 წელს კი იკავებდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. 2002-2003 წლებში იყო საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული რუმინეთში საქართველოს საელჩოში და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი უკრაინაში. 1995-1998 წლებში კი საბერძნეთში საქართველოს საელჩოში იკავებდა პირველი მდივნის პოზიციას. 1999-2001  წლებში ხელმძღვანელობდა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის დეპარტამენტს. 1994 წელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დაწყებიდან დღემდე მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო მოლაპარაკებაში, მათ შორის არაერთგზის ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციებს საერთაშორისო მოლაპარაკებებში.