Paata Sheshelidze

Paata Sheshelidze


Head of New Economic School - Georgia


პაატა შეშელიძემ 1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაკროეკონომიტის მაგისტრის ხარისხით,

ის იყო ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი (1988-1994 წწ. აპრილი); ახალგაზრდა ქართველი ფედერალისტების თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი (1994-1999 წწ.); საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის წევრი (1994-2004 წწ.); საქართველოს ახალგაზრდული ქრისტიანდემოკრატიული ასოციაციის პრეზიდენტი (1993-2003 წწ.); საქართველოს ახალგაზრდული ასოციაციების ფორუმის თანადამფუძნებელი (1996); ევროპის ახალგაზრდული ფორუმის თანადამფუძნებელი (1996 წ.) და საქართველოს ახალგაზრდული ფორუმის წარმომადგენელი ევროპის ახალგაზრდულ ფორუმში (1996-1998 წწ.). ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ევროპის თანადამფუძნებელი (1997 წ.).

მუშაობდა წამყვან სპეციალისტად საქართველოს პარლამენტში (1993-1996 წწ.), ფინანსთა სამინისტროში (1996-1999 წწ.), საქართველოს გზის ფონდში (1999-2000 წწ.).

2001 წლის აგვისტოდან ნი შეშელიძე არის ეკონომიკური ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოებისახალი ეკონომიკური სკოლასაქართველოს” (აესკო) თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი.  აესკოს სახელით მოწეყო 2000-ზე მეტ სხვადასხვა ხასიათის ღონისძიება, რომლებსაც დაესწრო 100 000-ზე მეტი მონაწილე, ჩატარდა 30-ზე მეტი კვლევა – საქართველოში ეკონომიკური თავისუფლების, მუნიციპალიტეტების ქმედუნარიონობისა და სამეწარმეო კეთილდღეობის შესახებ, 

ის ასევე არისთავისუფლების ბიბლიოთეკის” გამოცემების მთავარი რედაქტორი (2004 წლის თებერვლიდან) და თანაავტორი სასკოლო სახელმძღვანელოებისეკონომიკის გაკვეთილებიდამეწარმეობის გაკვეთილები“, რომლებიც სპეციალურად შექმნილია სკოლებში ეკონომიკური ცოდნის გასავრცელებლად.

ის ასწავლის სხვადასხვა ეკონომიკურ დისციპლინებს საქართველოს უნივერსიტეტში (2015 წლის სექტემბრიდან), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (2016 წლის სექტემბრიდან) და ბრიტანულ უნივერსიტეტში (2023 წლის სექტემბრიდან).