Rusudan Kobakhidze

Rusudan Kobakhidze


Researcher at SovLab


რუსუდან კობახიძე დაიბადა 1964 წელს

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ( კლასიკური ფილოლოგიის მიმართულება)

1986-1988 წლებში მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებულ “ვეფხსტყაოსნის ტქსტის დამდგენ კომისიაში”

1987 წლიდან იყო არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი ( ქართველური ენების განყოფილება)

2017 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია “ბიბლიურ მცენარეთა ტიპოლოგიური სიმბოლიკა პატრისტიკულ ტრადიციაში” და მიენიჭა ჰუმანიტარულ მეცნერებათა დოქტორის წოდება.

2013 წლიდან მკვლევრად მუშაობს “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიაში”. 

2015-2017 წლებში იღებდა მონაწილეობას “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მიერ განხორციელებულ პროექტში “ერობა – თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918”

2017 წლიდან მუშაობს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად თბილისის მწვანე სკოლაში.

2020 წლიდან მუშაობს მოწვეულ ლექტორად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. საქართველოს თანამედროვე სტორიის სადოქტორო პროგრამა. კურსი – აკადემიური წერა.

2020 წლიდან არის ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ჟურნალის „ისტორიის რეკონსტრუქციების“ რედკოლეგიის წევრი.

2021 წლიდან მუშაობს მოწვეულ ლექტორად კავკასიის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სკოლაში. კურსი – ქართული პუბლიცისტიკის ისტორია.

2018 წელს თავისუფალი უნივერსიტეტში გამართულ აკადემიური კონფერენციაზე „საქართველოს პირველი რესპუბლიკა: სამართლებრივი და პოლიტიკური რეტროსპექტივა“ წაიკითხა მოხსენება – „საკუთრების უფლება და ეკლესია“.

2021 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ ჟურნალში „ისტორიის რეკონსტრუქციები“ დაიბეჭდა მისი სტატია – „1936-1937 წლების გაზეთ „კომუნისტის“ საგაზეთო ენის ზოგიერთი ასპექტი“.