Tamar Kintsurashvili

Tamar Kintsurashvili


Executive Director of Media Development Fund


თამარ კინწურაშვილი 2017 წლიდან იკავებს არასამთავრობო ორგანიზაცია “მედიის განვითარების ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას. იგი არაერთი კვლევისა და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორია და აქტიურად მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: სიძულვილის ენა, ანტიდასავლური პროპაგანდა, კრემლის გავლენის ინდექსი, მედიაწიგნიერება, გამოხატვის თავისუფლება, მედიის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და თვითრეგულირება. თამარ კინწურაშივლი ფაქტების გადამოწმების პლატფორმა “მითების დეტექტორის” მთავარი რედაქტორიცაა და Deutsche Welle Akademie-სთან პარტნიორობოს ფარგლებში ხელმძღვანელობს პროექტს “მითების დეტექტორის ლაბორატორია,” რომელიც ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და ინფორმაციის სანდოობის დადგენისათვის საჭირო კომპეტენციების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. თამარი Deutsche Welle Akademie-ის მედია და ინფორმაციული წიგნიერების ექსპერტთა ქსელის (MILEN) წევრიცაა. იგი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, სადაც მედია ეთიკასა და პროპაგდის კვლევის მეთოდებს ასწავლის. თამარი ედინბურგის უნივერსიტეტის მაგისტრია პოლიტიკის კვლევების მიმართულებით, ხოლო ჟურნალისტიკის მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიიღო. მედიის განვითარების ფონდამდე, 2010-2013 წლებში, იგი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იყო სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის განვითარების საკითხებში. 2005-2009 წლებში თამარ კინწურაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი იყო, ხოლო 2002-2005 წლებში კი არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის” დირექტორის პოზიციას იკავებდა.