თამარ თოლორდავა რუსეთის კვლევის ცენტრის თანადამფუძნებელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორია. 2015 წელს მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი საბჭოთა კვლევებში. 2019 წელს სწავლა გააგრძელა გლაზგოს უნივერსიტეტში, სადაც 2020 წელს მიიღო რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის კვლევების მაგისტრის ხარისხი.