Zurab Tchiaberashvili

Zurab Tchiaberashvili


Professor at the Ilia State University


ზურაბ ჭიაბერაშვილი ილიას უნივერსიტეტის პროფესორია. მას აქვს დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში (ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1999) და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (Kellogg School of Management, 2009). ზურაბ ჭიაბერაშვილს ნათარგმნი აქვს რობერტ პატნემის „როგორ ვამუშაოთ დემოკრატია“ (2005) და ჯონ როლზის „პოლიტიკური ლიბერალიზმი“ (2018). 2021 წელს გამოიცა მისი წიგნი „დამოუკიდებელი საქართველო ვარდების რევოლუციამდე“.

ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო სამართლიანი არჩვენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი (2002-2003), ცენტრალური სააღცევნო კომისიის თავმჯდომარე (2003-2004), თბილისის მერი (2004-2005), საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოსთან (2005-2010) და გაეროსა და ჟენევაში აკრედიტებულ სხვა საერთშორისო ორგანიზაციებთან (2011-2012), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (2012), სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში (2013), და პარლამენტის წევრი (2016-2020). ამჟამად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საერთაშორისო მდივანია.